spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არც ვაშინგტონში უკვირთ ინგლისურად ცუდად ან აქცენტით ლაპარაკი...

“არც ვაშინგტონში უკვირთ ინგლისურად ცუდად ან აქცენტით ლაპარაკი და არც მოსკოვში უკვირთ რუსულად ცუდად ან აქცენტით ლაპარაკი” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაზე თამარ ბაგრატიონის მიერ სიტყვით გამოსვლისას ტექსის ინგლისურ ენაზე წარმოთქმასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას აფიქსირებს, კონკრეტულიო ფაქტების გახსენებით:

არც ვაშინგტონში უკვირთ ინგლისურად ცუდად ან აქცენტით ლაპარაკი და არც მოსკოვში უკვირთ რუსულად ცუდად ან აქცენტით ლაპარაკი.

მახსოვს, მხოლოდ ერთხელ გაიღიმა ირონიულად კოლეგამ მოსკოვში ჩემი “აქცენტირებული” რუსულის მოსმენისას და იქვე გავახსენე საბჭოთა იმპერიის ქართული აქცენტიც და ისიც, რომ 1953 წლის 5 მარტამდე მთელ იმპერიას “საქართველოდან ამოსული მზე ანათებდა”. უმალ გაისწორა სახე რუსი გრაფის შთამომავალმა.
ჰოდა, სუსკაც!

ამერიკაშიც და რუსეთშიც, წესიერ საზოგადოებაში, როცა გრამატიკულად ვერ სხლავ და მოსაუბრე რამეს ვერ იგებს, აზუსტებს და ამის გამო არ დაგცინის, აი, ქართველებმა კი “ბაკაკი ცკალში კიკინებს” კომპლექსი ვერ მოვიშორეთ და სულელივით გვეცინება უცხოტომელის ქართულზეც და ქართველის “ფრანციცულზეც”…

ამჯერად მხოლოდ ერთ საჯარო გამოსვლაზე არ ვამბობ, საზოგადოდ ასეა.

ისე კი,

რა გინდა რომ აქ არ იყოს, –
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! –
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი –
არ გეყოფა სიტყვის მარაგი…
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, –
თვარა, – კი!” (მუხრანი)

ჰოდა, საქართველოს სახელით “ილაპარაკეთ მხოლოდ ქართულად”!

P. S. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში გამგზავრებამდეც დიდებული ქართული ოჯახის შვილი იყო და ვაშინტონიდან დაბრუნებულიც დიდებული ქართული ოჯახის დედა იქნება ისევ.

თქვენ რა გეშველებათ, თქვენ, ცეტებო?!

როდემდე უნდა იქნიოთ ორკაპა კუდი და აბაკუნოთ ალესილი ჩლიქები?!

სულ ასე ივლით მაგ “მოღრეცილი ფეხებით”! (წვიმამ – ნისლიანი ალბიონი, ალბიონმა კი ჩერჩილი გამახსენა)“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონო კახა კალაძე, ოდესმე თუ გაგისინჯავთ უფასო სასადილოს საჭმელი?” – თეონა ჭალიძე

მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სფეროში...

“მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის...

„გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება“,...

“საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება” – კახა...

„სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...