spot_img
მთავარიანალიტიკა"ტრამპის დღევანდელი განცხადებაც იმაზე მიუთითებს, რომ ახლოვდება გარდამტეხი...

“ტრამპის დღევანდელი განცხადებაც იმაზე მიუთითებს, რომ ახლოვდება გარდამტეხი მომენტი ირანის ომში” – ზურაბ ბატიაშვილი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ირანისადმი მუქარანარევ მიმართვას, ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში, ანალიტიკური შეფასება-განმარტებებით ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი:

ტრამპის დღევანდელი განცხადებაც იმაზე მიუთითებს, რომ ახლოვდება გარდამტეხი მომენტი ირანის ომში:

ან ირანი დათანხმებდა ამერიკელების მოთხოვნებს და რაღაც შეთანხმება იქნება მიღწეული (რისი შანსებიც, ჩემი აზრით, ძალზედ დაბალია) ან აშშ და ისრაელი დაიწყებენ ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის (რაზეც დგას ამ ქვეყნის ეკონომიკა) განადგურებას მთელი ძალებით + მოსალოდნელია სახმელეთო ოპერაციის დაწყებაც (დესანტის გადასხმა). ამ შემთხვევაში მოხდება ირანის გადასროლა ქვის ხანაში, რაც მეზობლებისთვის (მათ შორის, ჩვენთვისაც) არც თუ სასურველი სცენარია.

სამხედრო ესკალაციის შანსები კი დიდია, რადგან ამერიკელები კონკრეტული შედეგის მიღწევის გარეშე ვერ გავლენ ომიდან – ახლოვდება შუალედური არჩევნები აშშ-ში, სადაც რესპუბლიკელებს სჭირდებათ რაიმე სახის ხელშესახები გამარჯვება და იქ ხელცარიელი გასვლა არჩევნებში დამარცხებას ნიშნავს.

ისიც ცხადია, რომ ამერიკელები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გადასროლილ მრავალათასიან სპეცდანიშნულების ნაწილებსაც უფუქნციოდ დიდხანს ვერ გააჩერებენ (მათი გადასროლის პროცესი ახლაც გრძელდება).

ამიტომ ვფიქრობ, რომ სიტუაცია მალე მივა ბუნებრივ გზაგასაყართან – ან იქნება შეთანხმება ან დაიწყება ესკალაცია. მესამე გზა კი, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, არ არსებობს.

თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ესკალაციაც არ ნიშნავს რეჟიმის უპირობო დასასრულს. იმიტომ, რომ უამრავი გაჟღერებული ვერსიის (ირანული კუნძულების დაკავება, ურანიუმის გამოტანა და ა.შ.) მიუხედავად, რეალურად არავინ იცის, რა აქვთ ჩაფიქრებული აშშ-ისრაელს და რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე ირანს, რომელიც ბრძოლას აგრძელებს და არ აპირებს დანებებას“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

ინფორმაციისთვის:
თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება “ბიზნესისთვის”, ჩვენს სასიამოვნო “სტუმრობას” ირანში დავასრულებთ მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილისა და კუნძულ ხარგის აფეთქებითა და სრული განადგურებით” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...