თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან კომენტარში, ისაუბრა ეკლესიის წინააღმდეგ მართულ პროცესებთან დაკავშირებით:
“ეკლესიის წინააღმდეგ შეტევები გუშინ არ დაწყებულა. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, პატრიარქის წინააღმდეგ როგორი შეტევები მიმდინარეობდა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი. ისიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, თუ საიდან მოდის, ვისი დაკვეთით და როგორ იმართება აღნიშნული პროცესები.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, პასუხი გაცემულია, ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა, ვინ ვინ არის და დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს შეფასება, თუ რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ვის და რას ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

