ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

თუ გოიმი ხარ, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი, მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის – გიგა ბოკერია

თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი,“ – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით “#1 გოიმი” კომპლიმენტია და ამისთვის მადლობას უხდის “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს:

მე მართლა დასაწყისში გულწრფელად მინდა ვთქვა, ადამიანი ყველა საქმეში, რომელშიც არის, უნდა ეცადოს რომ, პირველი იყოს. თუ გოიმი ხარ, ჯობია კი არა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ასე რომ, დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის.

ნომერ პირველი უნდა იყო, უნდა ეცადო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ ვაფასებ ჩემს თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, მაგრამ რადგან მე ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა ამ კომპლიმენტისთვის.

მე ხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ხარ, იმაში უნდა ეცადო, პირველობას. თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი, რომ პირველობისთვის უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი. დანარჩენი ბატონ კობახიძეს ჰკითხეთ,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერები გოიმებად მოიხსენია.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული