spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია,...

“ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან” – ნიკა გვარამია

ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ წელიწადნახევრიანი პატიმრობის მისჯას საგანგებო ბრიფინგზე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება – “ალიანსი”. განცხადება გააკეთა “ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ:

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს, ელენე ხოშტარიას დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს [მოსამართლე] გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა შესაძლებელი ფლომასტრით, რითიც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე. არ გეჩვენებათ, ფლომასტრით ჩადენილი დანაშაულისთვის – პირველად, საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, მაგრამ ამაზე არ ვილაპარაკებ და შევჩერდები.

მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც ყველას შეიძლება დაედოს ბრალი, ბრჭყალებში ბრალი – ქვეყნის სიყვარულისთვის. იმისთვის, რომ არ თმობს; იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთ და ნებისმიერ ვითარებაში არა მხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია და დიახ, დღეს ფასი აქვს არა მხოლოდ გულში მღერას, არამედ ხმამაღლა საუბარსაც.

კი, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს, ქოცური ხელისუფლებიდან, სიგნალს იმისას, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება.

არ იქნება ყველაფერი ნორმალურად იმიტომ, რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად ქოცებისთვის იმიტომ, რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას. “ეს ამად არ ღირს” – ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვებ, ასე მიუაჩნიათ ქართველ პატრიოტებს.

მე, კვლავ, პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას – ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ ეს არ მოხდება და მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა-არგადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად, მიგვაჩნია, ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა.

მე მინდა გავამხნევო ელენეს ოჯახი, მინდა გავამხნევო მისი ოთხი შვილი, მინდა გავამხნევო მისი ქმარი და ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ წარმოუდგენლად მაგარი შვილი, დედა, ცოლი. პირველ რიგში კი მინდა გავამხნევო მთელი პატრიოტული საქართველო – ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან“, – თქვა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...