პარასკევი, მარტი 27, 2026
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა - ის...

“ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა – ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს” – გიორგი ვაშაძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ 1 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯას ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:

4 შვილის დედა წელიწადნახევრით საპატიმროში გაუშვეს. ამ უსამართლობამ მხოლოდ ელენეს არ მიაკითხა – ის დღეს საზოგადოების ყველა ნაწილში აღწევს: ზოგს პატიმრობით შეეხო, ზოგს ჯარიმებით, ზოგს სამსახურიდან გათავისუფლებით, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლის იძულებით.

ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და ერთად დგომაა. ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ამ მძიმე განსაცდელიდან გამოიყვანს.

ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს ვერ დაუპირისპირდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობის წყაროა. ეს ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება.

ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ელენეს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობა უწმინდესს და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე უწმინდესის და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია...

“ბელორუს ეგზარქოს და რუსებს ანტირუსი ბერძენი მღვდელმთავრის ჩრდილში მოუწიათ დგომა”- ლაშა ბუღაძე

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეს სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებას და მის...

“გარწმუნებთ, დადგება დრო, როდესაც კანონის დარღვევისთვის პასუხს აგებს ყველა ის პირი, ვინც დღეს საკუთარ...

ტელეკომპანია "თრიალეთი" განცხადებას ავრცელებს და ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული შეხსენება/მოთხოვნებით...

“ყველა მთავრობა, რომელიც ხალხზე ფიქრობს, დღეს ზრუნავს იმაზე, რომ ნავთობის გაძვირებამ არ გაამძაფროს საარსებო...

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო გამოწვეული ფასების ზრდა ნავთობზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ” – ნინო ჯანგირაშვილი

დიდი გაერთიანების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი,...

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“ტრაგიკომიკურია, რაც ერთი საშუალო დონის ფეხბურთელის ოჯახს გაუკეთა ერთი კაცის დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაზე თამარ...

“სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი

კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდთან მიმართებაში...