პარასკევი, მარტი 27, 2026
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელებში აჭარის და ზოგადად საქართველოს ტურისტული პროდუქტების, მიმართულებების, ღირსშესანიშნაობებისა და გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანია პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note, WeChat და Weibo ბათუმის საპრომოციო გვერდის Visit Batumi-ს ანგარიშის შექმნას და აჭარის საპოპულარიზაციო აქტიურ სარეკლამო კამპანიას ითვალისწინებს. კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას შეიქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ონლაინ რეკლამა ჩინეთში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სოციალურ პლატფორმებს, რომლებზეც აჭარის და ზოგადად, საქართველოს რეკლამა მიმდინარეობს, ჩინეთში ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კერძოდ, Red Note-ს, რომელიც ჩინეთში Instagram-ის ანალოგს წარმოადგენს ყოველთვიურად 300 მილიონამდე, ხოლო Douyin (TikTok-ის ალტერნატივა) ყოველთვიურად 766 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 1,4 მილიარდამდე ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს WhatsApp-ის ანალოგს WeChat, 599 მილიონი მომხმარებელი კი Twitter-ის ანალაოგს Weibo. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს ჩანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელშიც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🐟 თევზების მეფედ ცნობილი ზუთხი საქართველოს აკვაკულტურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია

🐟 თევზების მეფედ ცნობილი ზუთხი საქართველოს აკვაკულტურის ერთ-ერთი გამორჩეული...

ComCom-მა მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 26 მარტიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სხვა დრო მოძებნეთ უკანალის სათამაშოდ, ზოგიერთო ე.წ. პოლიტიკოსო თუ “საზოგადო მოღვაწევ” – ნინო ჯანგირაშვილი

დიდი გაერთიანების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი,...

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“ტრაგიკომიკურია, რაც ერთი საშუალო დონის ფეხბურთელის ოჯახს გაუკეთა ერთი კაცის დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლის, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებაზე თამარ...

“სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია” – მიხეილ სააკაშვილი

კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდთან მიმართებაში...