spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოველთვის უდიდეს პატივისცემასა და მოკრძალებას ვგრძნობდი მისი უწმინდესობისა...

“ყოველთვის უდიდეს პატივისცემასა და მოკრძალებას ვგრძნობდი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის მიმართ” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ბიზნესმენ ფადი ასლის ემოციური შეფასებები კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართ:

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანად დავიბადე და ცამეტი წელი კათოლიკურ სკოლაში გავატარე, სასულიერო პირებთან სიახლოვე არასდროს მქონია. თუმცა, ყოველთვის უდიდეს პატივისცემასა და მოკრძალებას ვგრძნობდი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის მიმართ — არა მხოლოდ როგორც ქრისტიანი ლიდერის, არამედ როგორც განსაკუთრებული პიროვნებისადმი.

ბოლო წლებში მისი ხილვა, როდესაც ის, მიუხედავად ხანდაზმულობისა და ფიზიკური უძლურებისა, სიმტკიცეს ინარჩუნებდა და არცერთ ღვთისმსახურებას აკლდებოდა, ჩემთვის სიმამაცის, გამძლეობისა და ურყევი რწმენის ნამდვილი მაგალითი იყო. მასზე დაკვირვებით გაცილებით მეტი ვისწავლე თავგანწირვის არსზე, ნებისყოფასა და უსიტყვო ალტრუიზმზე, ვიდრე ცამეტი წლის განმავლობაში რელიგიური განათლების მიღების დროს.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, სადაც ასეთი წმინდა ღირებულებები თანდათან ქრება. დაე განისვენოს მისმა დალოცვილმა სულმა საუკუნო მშვიდობაში. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს და ყველა იმ ადამიანს მსოფლიოში, ვინც გულში კვლავ ატარებს კაცობრიობის ნათელს“, – წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...