spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"საერთაშორისო განაჩენი "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის - ეუთომ მოსკოვის...

“საერთაშორისო განაჩენი “ქართული ოცნების” რეჟიმისთვის – ეუთომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გამოაქვეყნა” – “ოპოზიციის ალიანსის” განცხადება

“ოპოზიციის ალიანსი” განცხადებას ავრცელებს ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის, ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის”, დასკვნასთან დაკავშირებით:

ეუთომ, ყველაზე მძლავრი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმით, რომელიც 24-მა სახელმწიფომ დააინიცირა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოწმეების გამოკითხვითა და ქართული ოცნების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივებით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა.

დასკვნა მოუწოდებს რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებს, მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) საქართველოში ადამიანების სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო.

ანგარიში გულისხმობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტის გამოძიებას, აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სანქციების გამოყენებისკენ.

ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით უდანაშაულო ადამიანების დატყვევების ფაქტი. ეუთო მოუწოდებს „ქართული ოცნების“რეჟიმს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ანგარიშში ხაზგასმულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და საუბარია გაყალებების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე.

ეს ნიშნავს, რომ:

– რეჟიმმა იწვნია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მარცხი;

– რეჟიმის წარმომადგენლებს მოუწევთ პასუხისგება საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, (ჰააგის ტრიბუნალი) რომლის იურისდიქციაშიც შედის: გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები, აგრესიის დანაშაული;

– თვისობრივად გაიზრდება საერთაშორისო წნეხი რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის გაფართოვდება საერთაშორისო პერსონალური სანქციები პირადად ივანიშვილის და რეჟიმის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ;

– კრიზისი ვერ განიმუხტება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებისა და დამნაშავეთა პასუხისგების გარეშე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“დაასახელეთ საქართველოს დოკუმენტირებულ ისტორიაში 2003-2012 წლებზე ობიექტურად უფრო წარმატებული 9-წლიანი პერიოდი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი საზოგადოებას მიმართავს და...

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...