ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ირონიული მოსაზრებების ფონზე:
“მგონი ჩვენს ყოვლად მაღალ ულეგიტიმურესებს ფარულად ისლამი აქვთ მიღებული და არ ტყდებიან.
ხაზგასმით აიათოლების მხარდაჭერა და შაჰის – არა, პოლიგამიურობისკენ მიდრეკილება, ახლა სტამბოლის კონვენციიდანაც უნდა გამოვიდეთო, ქალის უფლებები რა ჩვენი საქმეაო, დასავლური ცივილიზაციის სიძულვილის დემონსტრირება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თავის დროზე ოფისადაც მაინცდამაინც როსტომ ხანის სასახლე აიღეს…😊
ერთი წინადადების თქმა სჭირდება ისლამის მიღებას სულ: “არა არს ღმერთი ალაჰის გარდა” და ბიძინა აღიარეს ღმერთად და ალაჰის აღიარება რატომ უნდა გასჭირვებოდათ, ვითომ?
თან ოქრო და ნავთობი რომ ხიბლავთ, ეს ხომ ცნობილი ამბავია.
ახლა მე არ მომთხოვოთ ფაქტებით დაადასტურეო, ვერ ვიზამ მაგას😊 თუ გინდათ, თქვენ უარყავით ფაქტებით😊“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისვუქის პირად გვერდზე.

