spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგაერთიანებული ოპოზიცია არის ის ძალა, რომლის გარშემოც ქვეყანაში...

გაერთიანებული ოპოზიცია არის ის ძალა, რომლის გარშემოც ქვეყანაში ახალი კოალიციური მმართველობა ჩამოყალიბდება – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება არის პრინციპული საკითხი და აუცილებლობა, რომ ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. ასევე აღნიშნავს, რომ თბილისში მაჟორიტარობას აპირებს, მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით პარტიები მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ოპოზიციონერი ლიდერს მიაჩნია, რომ ოქტომბერში ახალი კოალიციური მმართველობა ჩამოყალიბდება, რომელიც ქართულ დემოკრატიას სჭირდება.

ოპოზიცია საერთო გეგმით მოქმედებას აგრძელებს. ნოემბრის შემდეგ საერთო სტრატეგია გვაქვს და ამ სტატეგიის ახალ ფაზაზე გადავდივართ.

დღეს გავრცელდება ერთობლივი განცხადება და კიდევ ერთხელ მკაფიოდ ნახავთ ჩვენს პოზიციას, რომ აუცილებელია გიორგი რურუას გათავისუფლება, რათა საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის თანხმობა მოხდეს და ჩვენ ამ საკითხს პრინციპულად ვაყენებთ და დარწმუნებული ვარ ესეც იქნება.

ჩვენ შევაფასეთ ყველა გარემოება და აბსოლუტურად ღიად უნდა ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა და ფაქტობრივად, ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ოქტომბერში, ახალი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას, რაც ქართულ დემოკრატიას სჭირდება.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული და ალბათ, ერთი-ორი კვირის ვადაში ყველა პარტია უკვე ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობას, სავარაუდოდ თბილისში.

პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე ვიქნებით, „ახალი საქართველოს“ გუნდი გაერთანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ფორმატში იქნება, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები.

გულწრფელად მინდა ვუთხრა მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ჩვენი პარტიის – „ახალი საქართველოს“ რეიტინგი ასე სწრაფად იზრდება. დიდი მხარდაჭერა გვაქვს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის ის ძალა, რომლის გარშემოც ჩამოყალიბდება ახალი კოალიციური მმართველობა ქვეყანაში,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...