spot_img
მთავარიშეზღუდვები გზებზე27 თებერვლის მონაცემებით: რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა...

27 თებერვლის მონაცემებით: რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა შეიზღუდა საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია 27 თებერვლის მონაცემებით:

🔴 რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

🔴 რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
🔴 ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔴 საავტომობილო გზის კმ43-კმ94 (სოფ.ალგეთი-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

🔵 საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

🔴 რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
🔴 საავტომობილო გზის კმ1-კმ90 (ახალციხე-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

🔴 ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

🔵 საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე (ხაშური-ვალეს საბაჟო) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

🔴 რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

🔴 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 (მლეთა–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
🔵 საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.

🔴 ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...