spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები. იმისათვის, რომ ავტომობილებით გადაადგილება არ შეფერხდეს, კოჯრის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები არიან შესაბამისი რაიონული გამგეობების თანამშრომლები.

გზების ტექნიკური მარილით დამუშავების პროცესს მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...