პარასკევი, თებერვალი 27, 2026
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიამინდის პროგნოზიკახა კალაძე: "დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი,...

კახა კალაძე: “დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია”

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან გიორგი პაპავასთან ერთად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამინდის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისი მოსალოდნელ თოვას მომზადებული დახვდება.

დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის მადლობას გადავუხდი. წინა დიდთოვლობის დროს მათთან კარგი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. ოპერატიულად ვიღებდით მონაცემებს, საპატრულო პოლიცია საგზაო უსაფრთხოების განხორციელებაში გვეხმარებოდა. აუცილებლობის შემთხვევაში, არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა არ შეიქმნას საავტომობილო გზებზე გადაადგილების პრობლემა.

თქვენი დავალების შესაბამისად, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმზეა გადასული, ასევე, ყველა რაიონული გამგეობა. მაქსიმალური მობილიზება გვაქვს ყველა მიმართულებით და სადაც პირობითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეფერხება ექნება, ოპერატიულ რეჟიმში მოვაგვარებთ. გარდა ამისა, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა შესაბამის სამსახურთან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მივიღოთ ინფორმაცია, თუ სად იქნება შეფერხება და პრობლემები. ნებისმიერი სახის გამოწვევას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მივხედავთ და ვეცდებით, რომ პრობლემა არსად გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი პაპავას განმარტებით, სპეცტექნიკა მზადაა, ტექნიკური მარილი კი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი ნალექს გაუმკლავდეს.

ტექნიკურად სრული მზადყოფნაა და მობილიზაციაა ყველგან, სადაც მარილმყრელი ბაზებია განთავსებული. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული. მძიმე ტექნიკა და ტექნიკური მარილი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის ნალექს გავუმკლავდეთ. გარდა ამისა, 200 ერთეული თანამშრომელია ჩართული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებზე, თუ სადმე ნალექი იქნება, გზები მოიყინა ან რაიმე სხვა სახის პრობლემა შეიქმნა, ოპერატიულად განვახორციელოთ შემოვლა მსუბუქი ავტომანქანებით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🌨 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ავდარი – გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: 🌨 26 თებერვლიდან 1 მარტამდე...

“ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, – გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს,...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სამწყსოსადმი დიდმარხვის დაწყების წინ: დგება ჟამი...

🍷ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა – ლევან მეხუზლას განმარტებები

🍷ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა. 🍇ვენახების...

“უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ელისო კილაძე მართალია თუ არა, ეგ კი არ არის მთავარი – ეს წიხლის ჩაზელა...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის დაპატიმრების შემდეგ...

“ჩემი აზრით კანონში უნდა შევიდეს სასწრაფოდ ცვლილება, რომ ვისაც იმედის და პოსტვ–ს დასანქცირება გაუხარდება”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის ირონიული შეთავაზებები: "ჩემი აზრით...

“ივანიშვილისთვის სრულიად კატასტროფული სცენარით განვითარდა საერთაშორისო კონტექსტი” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თავის შარშანდელ ვარაუდებს...

“და ბიძინამ რომ წააგოს ეს გამოცხადებული ომი დიფსტეითთან მერე რა ხდება?” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული სტატუსი სოციალურ ქსელში: "და ბიძინამ რომ...