პარასკევი, აპრილი 26, 2024

რუსთავის ცენტრალური პარკი დღეიდან ისევ გაიხსნა

დღეიდან რუსთავის ცენტრალური პარკი დამსვენებლებს ისევ მიიღებს,“ – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთვის მერია ავრცელებს. რუსთავის პარკი კორონავირუსული ინფექციის გამო 28 მარტიდან იყო დახურული. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარკში გასეირნების მსურველებს, რეკრეაციულ სივრცეში შესვლა, კომენდატის საათით გათვალისწინებული შეზღუდვის გარდა, დღეიდან ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ასევე ,,რუსთავსერვის ცენტრმა”, რამდენიმე დღის წინ მოამზადა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, სანიტარულად დაამუშავა სკამები და ბავშვთა ატრაქციონები.

რეკრეაციული სივრცის გახსნამდე, აქ არსებული სიტუაცია, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელ დავით ბეგაშვილთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად შეამოწმა.

,,სასიხარულოა, რომ ნელ-ნელა გვეძლევა იმის საშუალება, რომ შეზღუდვები მოვხსნათ და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. დღეს პარკი გავხსენით დამსვენებლებისთვის, რადგან ქალაქში ვირუსის გავრცელების მხრივ სტაბილური მდგომარეობაა. ახლა მთავარია, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ.

მინდა თხოვნით მივმართო რუსთაველებს, პარკში სეირნობისას, დაიცვან სოციალური დისტანცია და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაცემული ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებს,,რუსთავსერვის ცენტრი”.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული