ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი "ხელიდან ხელში" გადადის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი “ხელიდან ხელში” გადადის

ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე მესამე ხელმძღვანელი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 დეკემბერს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამ, ამასთან ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გედევან ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობასაც, სანამ პარლამენტმა არ შეუჩერა უფლებამოსილება.

დღეიდან კი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი შეასრულებს.

როგორც ამავე კომიტეტის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევამდე, კომიტეტის შემდგომი ფუნქციონირებისათვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი ვალდებულია, კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაავალოს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

“ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა?” – მაია ორჯონიკიძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი...

“მაგარი გადარჩენილი ვართ, რომ ქაჯი და კორუმპირებული მერი არა ჰყავს თბილისს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ირონიულ შეფასებების აკეთებს თბილისის მერ კახა...

“რაც ახლა მელიქიშვილზე ხდება, ასე აპირებ თბილისის მერობას, კახი?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება...