შაბათი, აპრილი 20, 2024

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორი საქართველო გვინდა, ქვეყანა რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური სივრცისკენ თუ ივანიშვილის საქართველო, რომელიც რუსული გზით მიდის? – გიორგი ვაშაძე

ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსადმი მიწერილ წერილს ეხმიანება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ამ წერილში მოცემული სამი მთავარი საკითხი არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ეს ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რადგან წერილში საუბარია, რომ საქართველო პრობლემას უქმნის ამერიკულ ინვესტიციებს და საეჭვოდ მფარველობს ირანულ ბიზნესს და ბიზნესმენებს:

მინდა გამოვეხმაურო იმ უმნიშვნელოვანეს წერილს, რომელიც გუშინ ამერიკის სენატის და კონგრესის წარმომადგენლმა მიწერეს მაიკლ პომპეოს. სამი მთავარი საკითხი, რომელიც მოცემულია ამ წერილში:
– პირველი – ეს არის, რომ საქართველო პრობლემას უქმნის ამერიკულ ინვესტიციებს;
– მეორე – ეს არის, რომ საქართველო მფარველობს საეჭვო წარმომავლობის ირანელ ბიზნესმენებს და ირანულ ფინანსურ რესურსებს;
– მესამე და ყველაზე საგანგაშო – ამ წერილში პირდაპირ მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსეთის მთავარი პარტნიორი საქართველოში და ისმის მთავარი კითხვა: საქართველო, რომელიც არის აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორი რა მიმართულებით ვითარდება და ხომ არ სჭირდება კიდევ უფრო მეტი ყურადღება აშშ–ს მხრიდან ამ პროცესს?

ამ წერილს ხელს აწერს, 2016 წელს რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი გამორჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი, ტედ კრუზი, სხვა სენატორ–მომხსენებლებთან ერთად და მინდა პირველ რიგში მივმართო საქართველოს მოქალაქეებს: ეს წერილი არ არის მხოლოდ და მხოლოდ გამიზნული სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ეს წერილი გვეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება აქ, საქართველოში, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ როგორი საქართველო გვინდა.

გვინდა საქართველო, რომელიც მიისწრაფის ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროკავშირისკენ, ნატოსკენ, რომელიც უხსნის კარს ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებს, ქმნის საკუთარ ეკონომიკას და ამ ინვესტიციებით ქმნის სამუშაო ადგილებს თუ საქართველო – ივანიშვილის საქართველო, რომელიც რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გზით მიემართება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული