spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაგანათლების სისტემის მორიგი შეურაცხყოფა ანტიკრიზისული გეგმის სახელით -...

განათლების სისტემის მორიგი შეურაცხყოფა ანტიკრიზისული გეგმის სახელით – ნანა ტოხვაძე

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ განათლების სფეროს ანტიკრიზისულ გეგმას ნეგატიურად აფასებს “ახალი საქართველოს” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე და მიაჩნია, რომ ეს იყო მორიგი შეურაცხყოფა ანტიკრიზისული გეგმის სახელით:

“მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ახალი ტენდენცია დამკვიდრდა. საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას და აბუჩად აგდებას ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა ეწოდება.

15 მაისს, დაანონსებიდან 3 კვირიანი დაგვიანებით, ვიხილეთ განათლების ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ბუნდოვანი, უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური პრეზენტაციის გარდა, სხვა სახელს ვერც ვუწოდებთ. ფაქტიურად ეს იყო მორიგი შეურაცხყოფა ანტიკრიზისული გეგმის სახელით.

რა უნდა შესულიყო ანტიკრიზისულ გეგმაში? რა მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას? ნიშანომანია და კომუნისტური მიდგომა შეფასებაზე ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო მთავარი აქცენტი, არც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ხაზგასმა არაშენებულ ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ნიშნები და შეფასების სქემაა მთავარი? რაში სჭირდებათ ეს მოსწავლეებს ან რაზე აქვს გავლენა?

ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი რეალური გამოსავალი კრიზისიდან, რომელიც განათლების სისტემაში გვაქვს. რა გაკეთდა ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით? ინტერნეტს მიღმა დარჩენილი 78 000 მოზარდი, რომლებიც საზოგადოებრივი ჯგუფების დახმარებით ჩართული ინტერნეტით (ჩართე.ჯი) და მათი კეთილი ნებით შეძენილი ლეპტოპების იმედად დარჩნენ. და რა გააკეთა სამინისტრომ ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად? 600 000-მდე მოსწავლიდან რამდენი ჩაერთო დისტანციურ სწავლებაში ან რამდენი მოსწავლე დაგვრჩა განათლების სერვისების მიღმა? სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 9000 მოსწავლეს რა სერვისი გაუწია სახელმწიფომ თანაბარი საგანმანათლებლო პირობების შეთავაზების კუთხით?

რა პასუხი მიიღეს გარე დაკვირვების მოლოდინში მყოფმა მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში მოუწევთ სწავლის გადასახადის დაფარვა. რა ხელშეწყობას სთავაზობს მათ სახელმწიფო?

ვერ მოვისმინეთ ციფრებში და სტატისტიკაში გაზომილი ტელე-სკოლის მიღწევები. მისი ეფექტიანობა და გახარჯულ ბიუჯეტთან ბმა. ტელე-სკოლა ხომ დამატებითი რესურსია და არა ძირითადი საგანმანათლებლო პლატფორმა. ვებინარები, დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები, პროექტები ხომ გვესმის, რომ დამატებითი ფუფუნებაა და არა მთავარი პროდუქტი დისტანციური სწავლებისას. მით უფრო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან  2016 წლიდან მოყოლებული შეძენილი გვაქვს Microsoft-ის კორპორატიული ვერსია, უბრალოდ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამდე არც კი გამოყენებულა!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...