დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში 2026 წელს მომხდარი მეორე მიწისძვრის თაობაზე:
დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში, სოფელ მამიშლოში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ინფორმაციისთვის: 8 იანვარს, თბილისის დროით 11:18-ზე, ქალაქი ონიდან აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელი გომიდან 2 კმ-ში მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა.

