ფინანსური პოლიციის მიერ დაწყებულ გამოძიებას, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის განკუთვნილ თევზის კონსერვებთან დაკავშირებით, რომლებიც გაფუჭებული და საკვებად უვარგისი იყო, კონკრეტული შეფასება-მინიშნებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“ქოცები პოლიციელებს წამლავდნენ და პოლიციელები – ჩვენ!
ღმერთო, ნეტავ სად არის ის ზღვარი, როდესაც ქოცის სინდისმა შეიძლება გაიღვიძოს?! მე არ მაქვს იმედი“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის: ფინანსური პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აღნიშნულ პროდუქციაზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგინდა, რომ:
- კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს;
- უვარგისია მოხმარებისთვის;
- რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

