20 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 21 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.
თებერვალი, ეროვნული ვალუტისთვის, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რყევებით გამოირჩევა, თუმცა ძირითადად სახეზეა ლარის გამყარების ტენდენცია, რაც გასულ კვირაში უფრო გამოიკვეთა, უმრავლეს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.
თებერვალში, აშშ დოლართან მიმართებაში, უცვლელად სახეზეა ლარის დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
17 თებერვალი – 2.6799;
18 თებერვალი – 2.6789;
19 თებერვალი – 2.6778;
20 თებერვალი – 2.6769.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0009 ლარით და 1 აშშ დოლარი 21 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 2.6760 ლარი ეღირება.
თებერვლის დასაწყისში, ევროსთან მიმართებაში, სახეზეა ლარის კურსის რყევები გამყარება/გაუფასურება, შუა რიცხვებიდან კი სახეზეა ძირითადად დინამიური გამყარება. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
17 თებერვალი – 3.1802;
18 თებერვალი – 3.1724;
19 თებერვალი – 3.1692;
20 თებერვალი – 3.1566.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0086 ლარით და 21 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1480 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში სახეზე იყო მეტნაკლებად სტაბილური კურსი, ძირითადად გამყარების ტენდენციით. ბოლო ვაჭრობაზე კი, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში სახეზე იყო გამყარება და განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 21 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6067 ლარი (გამყარდა 0.0042 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0610 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6184 (გამყარდა 0.0002 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5741 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0981 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4471 ლარი (გამყარდა 0.0137 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8756 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.9411 ლარი (გამყარდა 0.0109 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.5755 ლარი (გაუფასურდა 0.0522 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7228 ლარი (გამყარდა 0.0071 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0208 ლარი (უცვლელად დარჩა)
თებერვალში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად სახეზე იყო ლარის სერიოზული რყევები, მთელს მიმდინარე პერიოდში, ბოლო კვირის ჩათვლით. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
17 თებერვალი – 3.4968;
18 თებერვალი – 3.4878;
19 თებერვალი – 3.5090;
20 თებერვალი – 3.4878.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0030 ლარით და 21 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4848 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

