spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"დისტანციური სწავლებისთვის წამყვან ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ შეფასების საინტერესო...

“დისტანციური სწავლებისთვის წამყვან ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ შეფასების საინტერესო მოდელი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება” – მიხეილ ჩხენკელი

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებასთან სამინისტროს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე ისაუბრა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა წლის ბოლოს მოსწავლეთა შეფასების საკითხებზე, რის თაობაზეც სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა. მინისტრის განმარტებით, ახალი მოდელით მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას, ამავე დროს აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას.

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა – განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

მიხეილ ჩხენკელი: „დისტანციური სწავლებისთვის წამყვან ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ შეფასების საინტერესო მოდელი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. ამ მოდელის მთავარი ფილოსოფია გახლავთ ის, რომ იგი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და, ამავდროულად, შენარჩუნებულია აკადემიური სტანდარტი.

განმავითარებელი შეფასება არის მსოფლიოში აპრობირებული, რომელიც გამოიყენება ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი და ესტონეთი. იგი მასწავლებელს აძლევს საშუალებას, სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზებიც: იმისთვის, რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, შევთავაზებთ, თავად შეაფასონ მოსწავლის მოსწრება“.

განმავითარებელი შეფასებისას, მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლების ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.

მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც. კერძოდ,

  • მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა;
  • მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული;
  • იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთეკლასელების წლიური ქულა;
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არა აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დისტანციურ სწავლებას განიხილავს, როგორც სწავლების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ახალი მოდელი, პანდემიის პირობებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...