13 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 14 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.
იანვარში, ეროვნული ვალუტისთვის, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, სხვადასხვა სახის იყო – გარკვეული სახის რყევებით, გასულ კვირაში კი, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში დაფიქსირდა ლარის გამყარებაც.
იანვარში, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარის ძირითადად სტაბილური კურსი დაფიქსირდა, ხოლო შუა თვიდან სახეზეა ლარის დინამიური გამყარება, რაც თებერვალშიც გაგრძელდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
10 თებერვალი – 2.6856;
11 თებერვალი – 2.6838;
12 თებერვალი – 2.6830;
13 თებერვალი – 2.6819.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0012 ლარით და 1 აშშ დოლარი 14 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 2.6807 ლარი ეღირება.
იანვრის პირველ ნახევარში ევროსთან მიმართებაში ძირითადად ლარის სტაბილური კურსი გამოიკვეთა, რაც შემდეგ სერიოზული რყევებსა და გაუფასურებაში გადავიდა, თუმცა იანვრის ბოლო დღეებსა და თებერვლის პირველ კვირაში სიტუაცია შეიცვალა, შემდეგ ისევ გაუფასურება/გამყარება. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
10 თებერვალი – 3.1857;
11 თებერვალი – 3.1980;
12 თებერვალი – 3.1984;
13 თებერვალი – 3.1853.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0071 ლარით და 14 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1782 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, განსხვავებული სიტუაციაციები იყო სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში და სახეზე იყო მეტნაკლები სტაბილურობაც, რყევებიც, თუმცა, ბოლო ვაჭრობაზე, ძირითადად სახეზე იყო გამყარება და განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 14 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6508 ლარი (გამყარდა 0.0076 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0613 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6215 (გამყარდა 0.0026 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5767 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0946 ლარი (გამყარდა 0.0098 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4819 ლარი (გამყარდა 0.0088 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8805 ლარი (გამყარდა 0.0058 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.9575 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.6920 ლარი (გამყარდა 0.0458 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7460 ლარი (გამყარდა 0.0068 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0212 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით)
იანვარში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად სახეზე იყო ლარის გაუფასურება, თუმცა თვის ბოლოსკენ გამოიკვეთა მეტნაკლები სტაბილურობაც, თებერვალი კი გამოირჩეოდა ეროვნული ვალუტის გამყარება–სტაბილურობით. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
10 თებერვალი – 3.4747;
11 თებერვალი – 3.4759;
12 თებერვალი – 3.4713;
13 თებერვალი – 3.4745.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0062 ლარით და 14 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4683 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

