ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კორონავირუსის 19 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 მედპერსონალია,17 ბოლნისის კლასტერი, 1 კი საკარანტინე სივრციდან – მდგომარეობა ბოლნისში

ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეტაში, მკაცრი საკარანტინო წესები ამოქმედდება. ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც გუშინ კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები გამოვლინდა სოფელ გეტასა და მუშევანში. დღეის მდგომარეობით, როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა 19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა და ყველას წყარო ცნობილია:

19 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ყველა მათგანის წყარო ცნობილია, აქედან 17 არის ბოლნისის კლასტერი, ძირითადად ორი სოფელია გეტა და მუშევანი. დანარჩენი ორიდან, ერთი არის მედპერსონალი და ერთი საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილი პაციენტი,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის სახაზო სამმართველოს უფროსის განმარტებით შეზღუდვებს შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ:

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.

პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება,“ – განაცხადა გიორგი ხურციამ.

Stopcov.ge-ის ბოლო მონაცემების მიხედვით კორონავირუსის 671 დადასტურებული შემთხვევაა; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 393; მათ შორის გარდაცვლილი – 12; კარანტინის რეჟიმში – 3873 ადამიანი იმყოფება.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული