საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის შემდეგ გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ასოციაციასთან მოხდა განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესმენების მიმართ მწვავე შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:
“ბიზნესასოციაციაში, რომელი გვყავს სარაჯიშვილი და ხოშტარია? ფხაკაძე გახლავსო არ მითხრათ…
ხვდებით ახლა ქართველი ბიზნესმენების უმეტესობა რა გარეწარი და კონფორმისტია?
განათლების რეფორმას ითანხმებს, სოლომონ ისაკიჩის დონემდე რომ ვერ ქაჩავს ის ხალხი…
ესენი ხომ დიდბატონის მონები არიან და თავადაც სურთ, ჰყავდეთ მონების ამალა! ისიც იციან, საკუთარ კომპანიებში როგორ დასცინიან დაქირავებულები და ახლა ფიქრობენ – რაც უფრო ნაკლები განათლებული გვეყოლება, მით უფრო ნაკლებსაც გადავუხდით – ჩვენც მეტ პატივში ვიქნებით, მოგებაც მეტი გვენება და არც არავინ დაგვცინებს იმის გამო, რომ გოიმები ვართ“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

