კვირა, თებერვალი 15, 2026
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაქართული ნეკერჩხალი - Acer ibericum, რომელიც საქართველოს ტყეების...

ქართული ნეკერჩხალი – Acer ibericum, რომელიც საქართველოს ტყეების ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორაზე:

🍁 გავიცნოთ საქართველოს ბიომრავალფეროვნება – ამჯერად მოგიყვებით ქართულ ნეკერჩხალზე Acer ibericum, რომელიც საქართველოს ტყეების ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა.

ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება – ვაშლოვანში, ჭაჭუნას და ალაზნის ქვემო აუზში. იზრდება მშრალ, მზიან ფერდობებზე და მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკოსისტემების შენარჩუნებაში.

❓ რით განსხვავდება ქართული ნეკარჩხალი ნეკერჩხლის სხვა სახეობებისგან?

• აქვს სამნაკვთიანი ფოთლები, მაშინ როცა ნეკერჩხლების უმეტესობას 5 ან მეტი ნაკვთი ახასიათებს.
• შედარებით ტანდაბალია – ჩვეულებრივ 8-10 მეტრამდე იზრდება და კომპაქტური ვარჯი აქვს.
• უკეთაა შეგუებული მშრალ და ცხელ გარემოსთან, რაც ნეკერჩხლებისთვის ნაკლებად ტიპურია.
• ტყეში იშვიათად ქმნის წმინდა კორომებს – უფრო ხშირად სხვა სახეობებთან ერთად გვხვდება.

ქართული ნეკერჩხალი მესამეული პერიოდის რელიქტია – მილიონობით წლის წინ არსებული მცენარეული სამყაროს „ცოცხალი მემკვიდრე“.

მცირე და ფრაგმენტული გავრცელების გამო შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა, რაც ნიშნავს, რომ მისი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა

აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ვიზიტთან დაკავშირებით...

⛪ იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი...

⛪ იწყება სამოცდამეცამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა პირდაპირ ეხება რეექსპორტსაც” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი...

“ჟურნალისტებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება – ასოციაციის ყველა წევრს გამოკითხოთ აზრი, ვინ რა იბჟუტურა იმ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის...

“ბოლო ფაქტმა, საერთოდ ბოლომდე წარმოაჩინა ივანიშვილის შიშები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკასვილი, საპატიმროში მომხდარ კონკრეტულ ფაქტთან...

“ფურთხის ღირსია მართლაც ეს სალაფავგადაგდებული, დადუმებულნი საბჭოთა (ქართველის სახელს, რომ იჩემებს ის) საზოგადოება” –...

განათლების სისტემაში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

“არ გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია ხალხის ნებას, ზემოდან კიდია – ფეხები არ აქვს” – თამარ...

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ...