თსუ-სტუ-ს შერწმა-არშერწყმის საკითხთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:
“თსუ-სტუ-ს შერწმა-არშერწყმის ძალიან უცნაური ისტორია, ჩემი აზრით, ადასტურებს არა მხოლოდ იმას, რომ ხელისუფლება ავტორიტარულია და რუსულია (ანუ მისი ხედვებია რუსული თუ საბჭოთა – რაც გიგა ზედანიამ ცოტა ხნის წინ კონკრეტული ფაქტებით აჩვენა), არამედ იმასაც, რომ ის დიდად ჭკვიანი არ არის. გზადაგზა იღებს გადაწყვეტილებებს და სიტუაციის მიხედვით ცვლის.
არც შეერთება დაუსაბუთებია, არც შეერთებაზე უარის თქმა. საკუთარი საბაზო ამომრჩევლისგან უკურეაქცია რომ მიიღეს, „დაზადნეს“. წინასწარ არ იცოდნენ, რომ მიიღებდნენ? მაგდენის გათვლა ვერ შეძლეს? თუ არც დაფიქრებულან?
ცხადია, განათლების დეფორმას აქვს ზოგადი ლოგიკა, რომელიც ასე შეიძლება ასე შევაჯამოთ: „მეტი კონტროლი, ნაკლები განათლება, ნაკლები კავშირი დასავლეთთან“. მაგრამ ამის იქით მკაფიო კონცეფცია არც სჭირდებათ და არც აქვთ.
ზოგი იმას იწონებს, რომ ძველი გეპეი ბრუნდება და „არაპროფილური“ პროგრამები აღარ ექნება. მაგრამ თავისთავად ეს არც ცუდია და არც კარგი. შეიძლება, გეპეის „არაპროფილური“ პროგრამები მართლა გასაუქმებელი იყოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი “არაპროფროფილურია”, არამედ იმიტომ, რომ მათი ხარიხსია დაბალი.
ვაზუსტებ: მათ ხარისხს არ ვაფასებ. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს იქნებოდა რაციონალური კრიტერიუმი, მაგრამ ასეთი უცნაური აზრი ხელისუფალთა თავებს არ სტუმრობს. განათლების ხარისხი, არა, კვახი.
(არა, იმდენი იციან, რომ გამოთქმა „განათლების ხარისხი“ ხანდახან. უნდა ახსენონ. უბრალოდ, მისი შინაარსი არ აინტერესებთ)“, – წერს გია ნოდია.

