spot_img
მთავარირეგულაციები და წესებისაქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ დისტანციური შეხვედრა გამართა ინტელექტუალური...

საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ დისტანციური შეხვედრა გამართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და WIPO-ს გენერალური დირექტორის ფრენსის გარის დისტანციური შეხვედრა შედგა 2020 წლის 13 მაისს. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს Covid-19 პანდემიის ფონზე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დღეს არსებული ვითარება.

დისტანციურ შეხვედრაზე ფრენსის გარიმ აღნიშნა, რომ WIPO მომზადებული შეხვდა პანდემიის შედეგად შექმნილ სიტუაციას და შეუფერხებლად ახორციელებს სერვისების მიწოდებას, რაც, ძირითადად, განპირობებულია WIPO-ში განხორციელებულ ციფრულ სერვისებზე წარმატებული გადასვლით.

თავის მხრივ, საქპატენტის თავმჯდომარემ ფრენსის გარის მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დისტანციურ რეჟიმში საქპატენტის შეუფერხებელი მუშაობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყება მსოფლიოში იმ ინტელექტუალური საკუთრების უწყებათა რიცხვშია, რომლებიც სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და არა აქვს რაიმე სახის დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

მინდია დავითაძემ მადლობა გადაუხადა WIPO-ს გენერალურ დირექტორს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების ხელშესაწყობად. განსაკუთრებით აღინიშნა საქპატენტთან წარმატებული თანამშრომლობა ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიისა და საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების, საქპატენტის სასწავლო ცენტრის დაფუძნებისა და სხვა გლობალური პროექტების განხორციელების კუთხით.

საქპატენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქპატენტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს WIPO-სთან თანამშრომლობას საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, მომავალ წელს WIPO-ს ეგიდით დაგეგმილ გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმს. მინდია დავითაძემ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა მზადყოფნა აღნიშნული სიმპოზიუმის საქართველოში მასპინძლობასთან დაკავშირებით.

WIPO წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უწყებას, რომელიც სპეციალიზდება ქვეყნებში ინოვაციებისა და შემოქმედებითობის განვითარების ხელშეწყობაში. ის აერთიანებს 193 სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან. WIPO ფორუმის წევრი ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების გლობალური პოლიტიკის შემუშავებასა და ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის ეფექტიან და დაბალანსებულ განვითარებას. ის ხელს უწყობს ქვეყნების ინოვაციურ და კრეატიულ განვითარებას. WIPO-ში საქართველოს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.

ინფორმაციას საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...