დებატებთან დაკავშირებით კონკრეტულ მინიშნებებს და განმარტებებს აკეთებს ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“როგორც მოქალაქემ მინდა ვიცოდე დებატებთან დაკავშირებით.
როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები “ოცნებას” არ ელაპარაკებიან უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ პრობლემებზე და რეგიონული პოლიტიკის ახალ არქიტექტურაზე, მხოლოდ იმიტომ რომ ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ აღიარებენ, თსუ სტუს შეჯვარება და მაღალი ფასები კარფურში, დავიჯერო ისე გადაუდებელია, რომ არ აღიარებას ფეხზე ვიკიდებთ?
ოღონდ შეურაცხყოფას ნუ მოგვაყენებთ და ნუ გვეტყვით, რომ დებატები აღიარებას არ ნიშნავს“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

