6 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 7 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.
იანვარში, ეროვნული ვალუტისთვის, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, სხვადასხვა სახის იყო – გარკვეული სახის რყევებით, გასულ კვირაში კი, უმრავლეს შემთხვევაში დაფიქსირდა ლარის გამყარებაც.
იანვარში, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარის ძირითადად სტაბილური კურსი დაფიქსირდა, ხოლო შუა თვიდან სახეზეა ლარის დინამიური გამყარება, რაც თებერვალშიც გაგრძელდა. ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
3 თებერვალი – 2.6902;
4 თებერვალი – 2.6893;
5 თებერვალი – 2.6883;
6 თებერვალი – 2.6876.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 7 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 2.6870 ლარი ეღირება.
იანვრის პირველ ნახევარში ევროსთან მიმართებაში ძირითადად ლარის სტაბილური კურსი გამოიკვეთა, რაც შემდეგ სერიოზული რყევებსა და გაუფასურებაში გადავიდა, თუმცა იანვრის ბოლო დღეებსა და თებერვალში სიტუაცია შეიცვალა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
3 თებერვალი – 3.1903;
4 თებერვალი – 3.1701;
5 თებერვალი – 3.1749;
5 თებერვალი – 3.1689.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0001 ლარით და 7 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1688 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, განსხვავებული სიტუაციაციები იყო სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში და სახეზე იყო მეტნაკლები სტაბილურობაც, რყევებიც, გაუფასურება, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე, ძირითადად, სახეზე იყო გამყარება. კერძოდ, ბოლო ვაჭრობაზე, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 7 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6476 ლარი (გამყარდა 0.0059 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0616 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6230 (უცვლელი დარჩა);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5805 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1132 ლარი (გაუფასურდა 0.0078 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4551 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8723 ლარი (გაუფასურდა 0.0004 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.9637 ლარი (გამყარდა 0.0108 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.5907 ლარი (გამყარდა 0.0572 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7123 ლარი (გამყარდა 0.0023 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0228 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით)
იანვარში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, სახეზე იყო ლარის გაუფასურება, თუმცა თვის ბოლოსკენ გამოიკვეთა მეტნაკლები სტაბილურობაც, რაც თებერვალშიც გაგრძელდა ერთჯერადი მკვეთრი გამყარებით. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში კი შემდეგი კურსი განისაზღვრა:
3 თებერვალი – 3.5068;
4 თებერვალი – 3.4971;
5 თებერვალი – 3.5050;
6 თებერვალი – 3.5025.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0064 ლარით და 7 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.5089 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

