ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

პატარა დედოფალა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან

დედოფალა, სინდიოფალა – ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელი. სინდიოფალა, ხორცისმჭამელია და აღსანიშნავია, რომ სინდიოფალები მათზე დიდი ზომის მსხვერპლზეც ნადირობენ. მისი ბეწვის შეფერილობა სეზონურად იცვლება, რაც მტაცებლებისგან თავდაცვაში ეხმარება. მისი სხეულის სიგრძეა 13-26 სმ, კუდისა — 1,4-9 სმ, წონა — 30-250 გ-მდე.

აქვს ხშირი, მოკლე ბეწვით დაფარული მეტად მოქნილი სხეული. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოშიც ბევრგან გვხვდება.

ფოტოზე, ეს პატარა დედოფალა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდანაა.

ფოტოს ავტორი Zauri Khachidze, რეინჯერი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული