spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ენმ-მ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა, საქართველოს მრავალსაუკუნოვან...

“ენმ-მ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ისტორიაში “ნაციონალური მოძრაობის” განსაკუთრებულ როლზე საუბრობს და პარტიის მხარდამჭერების აქტიურობაზე ამახვილებს ყურადღებას:

მინდა იმ ხალხს ვუპასუხო, ვინც აქა-იქ მაინც იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ “ნაცმოძრაობამ” ბოდიში უნდა მოიხადოს.

“ნაციონალურ მოძრაობაში”, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც იყვნენ მოღალატეებიც, კორუმპირებულებიც და უბრალოდ უმაქნისებიც, მაგრამ ეს ვერ აყენებს ჩრდილს იმ ფაქტს, რომ ენმ-მ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ხოლო ბოდიშის მოხდას ვინც ითხოვს სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში “ნაციონალური მოძრაობის” მრავალ ათას აქტივისტს იმისთვის, რომ არ დააფასეს მათი ფანტასტიკური შრომა, გაღებული ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის, იმისთვის რომ ხელს უწყობდნენ ან არ იმჩნევდნენ ამდენი ათასი ადამიანის უსამართლო დევნას 2012 წლის შემდეგ, შევიწროებას, სამსახურიდან და ქვეყნიდან გაგდებას, შეურაცხყოფას.

მათ ბოდიში უნდა მოიხადონ არა მხოლოდ ჩემი უსამართლო პატიმრობისთვის, არამედ მაგალითად ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის და ენმ-ს წევრის 5 წლიანი პატიმრობისთვის, რომელიც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ისე ყოველი შემთხვევისთვის დააპატიმრეს, ჩაუდეს რა იარაღი და რატომღაც არავის გაახსენდა მისი პოლიტპატიმრად მოხსენიება და ასევე ასეთი რამდენია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...