spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას...

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს – შალვა პაპუაშვილის განმარტებები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ პარლამენტში დროებითი კომისია შეიქმნას. შესაბამისი დადგენილების პროექტი ორშაბათს, 2 თებერვალს ბიუროს სხდომას წარედგინება და ამის შემდეგ საკითხი კომიტეტებზე განხილვის გარეშე, პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გავა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიის შემადგენლობის რაოდენობას განსაზღვრავს და აქედან გამომდინარე, თითოეული ფრაქციისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს გამოთვლის.

თუმცა, თავად ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ კომისია 14- კაციანი შემადგენლობით იყოს. თუკი კომიტეტი ამ ინიციატივას გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, კომისიაში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 7 წევრი ეყოლება, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ – 3 წევრი, ფრაქციას „საქართველოსთვის“ – 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – ერთი წევრი.

ამიტომ გთხოვთ, რომ ვისაც კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება გსურთ კანდიდატებზე წინასწარ იყავით ჩამოყალიბებული. ჩვენი მიზანია, რომ კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.

ასევე, უმრავლესობის ლიდერმა დაანონსა, რომ ფრაქციის ინიციატივაა კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელოს. ასე რომ, მომავალ კვირას, სამშაბათი და ოთხშაბათი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა და იმედი მაქვს, რომ უკვე ოთხშაბათი-ხუთშაბათიდან კომისია სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას.

ინიციატივის ავტორების მხრიდან კომისიის მუშაობის 3-თვიანი ვადაა დასახელებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...