spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკასარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19...

სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 24 აპრილს, სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაკავებული სამოქალაქო სექტორის საკარანტინე ნაწილში იმყოფებოდა და PCR ტესტი 12 მაისს ჩაუტარდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იგეგმება ინფიცირებულის ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში გადაყვანა, ასევე იგეგმება მასთან შემხებლობაში მყოფი პირების ტესტირება:

„მიმდინარე წლის24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებული იქნა ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადმოიბარეს.

საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლადმიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით. სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში.

ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ.

მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 5 მარტიდან ვირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. სწორედ ამ და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული
პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანა არ მოხდა,“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...