spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პატიმრების გათავისუფლება მგონია" - ლაშა...

“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პატიმრების გათავისუფლება მგონია” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერლის, დრამატურგის ლაშა ბუღაძის კონკრეტული შეთავაზებები – ზოგისთვის მოულოდნელი, ზოგისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი…:

ვისაც კი შესაძლებლობა და შანსი აქვს, რომ ივანიშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება სცადოს, ეს უნდა გააკეთოს და ჩვენც უნდა შევუწყოთ ამაში ხელი.

სინდისის პატიმრები გარეთ უნდა იყვნენ და გარეთ უნდა იყვნენ პოლიტიკოსებიც.

რა, განა “კანონიერად” სხედან ციხეში თუ “კანონიერმა” სასამართლომ დააპატიმრა ისინი, რომ ბანდის მიერ “პრეზიდენტად” გამწესებულის კანონიერების აღიარების გვეშინოდეს ამ აქტით?

ბანდა პრაქტიკულ ძალაუფლებას ფლობს და ჩემი აზრით, სწორედ ამის გათვალისწინებით, დასაძრახი იმაში არაფერი მგონია, რომ ყველა გზას მივმართოთ სინდისის პატიმრების დასახსნელად – გნებავთ “შეწყალების” საკითხის დაყენებით და გნებავთ გირაოს გადახდის.

თუნდაც ელენე ხოშტარიასთვის, მაგალითად, რომლის გირაოს შეგროვებაც ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების ერთობის, სოლიდარობისა და პროტესტში ჩართულობის მაგალითი იქნებოდა (წარმომიდგენია, როგორ გაბრაზდება ახლა თავად ჩემი სიტყვების გამო და არც მიიღებს ალბათ, მაგრამ ისიც და სინდისის პატიმრებიც ჩვენ გარეთ გვჭირდებიან და არა ტყვეობაში, სადაც ამდენი ხანია სხედან უმძიმეს პირობებში).

ივანიშვილი აქრობს საქართველოს და ჩვენი ტრადიციით თუ დისკურსით, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად რომ გვიზიდავს თვითშეწირვის აქტები – უნებლიეთ კიდევ უფრო მეტად ვუწყობთ ხელს, რომ ამ ქვეყნის პატრიოტებიც “გამქრალები” იყვნენ პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან.

პროტესტის ყველა ეტაპს თავისი შინაარსი აქვს და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პატიმრების გათავისუფლება მგონია. ყველა შესაძლო გზით ამ სრულ უკანონობასა და აბსურდში“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...