23 იანვარს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 24 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.
საახალწლო დღეები, ეროვნული ვალუტისთვის, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, სხვადასხვა სახის იყო – გარკვეული სახის რყევებით, გასულ კვირაში კი, რიგ შემთხვევაში დაფიქსირდა ლარის გამყარებაც.
საახალწლო დღეებში, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარის კურსის მეტნაკლები სტაბილურობა დაფიქსირდა ზომიერი რყევებით. ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
21 იანვარი – 2.6950;
22 იანვარი – 2.6950;
23 იანვარი – 2.6946.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც უკვე გამყარდა, 0.0005 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 2.6941 ლარი ეღირება.
საახალწლო პერიოდში ევროსთან მიმართებაში ძირითადად ლარის სტაბილური კურსი გამოიკვეთა, შემდეგ კი გაგრძელდა სერიოზული რყევებით. ბოლო 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
21 იანვარი – 3.1604;
22 იანვარი – 3.1550;
23 იანვარი – 3.1497.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0110 ლარით და 24 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1607 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, განსხვავებული სიტუაციაციები იყო სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში და სახეზე იყო მეტნაკლები სტაბილურობაც და რყევებიც. კერძოდ, ბოლო ვაჭრობაზე, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 24 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6448 ლარი (გაუფასურდა 0.0222 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0621 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6242 (გაუფასურდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5847 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1131 ლარი (გაუფასურდა 0.0048 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4068 ლარი (გაუფასურდა 0.0131 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8684 ლარი (გაუფასურდა 0.0039 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.9297 ლარი (გამყარდა 0.0112 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.5778 ლარი (გამყარდა 0.0059 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7025 ლარი (გაუფასურდა 0.0049 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.6415 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)
იანვარში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარის გაუფასურება გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში კი შემდეგი კურსი განისაზღვრა:
21 იანვარი – 3.4588;
22 იანვარი – 3.4742;
23 იანვარი – 3.5590.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0104 ლარით და 24 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.5486 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

