spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინ არის ჩვენი პარტნიორი დღეს?" - შოთა უტიაშვილი

“ვინ არის ჩვენი პარტნიორი დღეს?” – შოთა უტიაშვილი

შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რონდელის ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი შოთა უტიაშვილი, შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობაში, საქართველოს როლსა და ადგილზე საუბრობს:

მას შემდეგ, რაც ტრამპის “მშვიდობის საბჭოში” ძაღლი და ღორი მიიწვიეს და ქოცები იქაც არ დაპატიჟეს, ჩნდება კითხვა, ვინ არის ჩვენი პარტნიორი დღეს?

ამერიკა – არა, ელჩი არ დანიშნა, ქარტია გააუქმა და ბიძინა დაასანქცირა.

ევროკავშირი – არა, აქ ასახსნელიც არაფერია.

დიდი ბრიტანეთი – არა, აქაც ყველაფერი ცხადია.

ჩინეთი – არა, ჩინეთთან რომანი ისევე სწრაფად დამთავრდა, როგორც დაიწყო. შარშან ჩინეთის ელჩი ყოველ კვირა ხვდებოდა და ამხნევებდა ქოც მინისტრებს, წელს – ნურას უკაცრავად. ქოცები არ მიიწვიეს გამარჯვების წლისთავზე, ჩაიშალა ლიბერტი ბანკის ჩინელებისათვის მიყიდვა და ანაკლიის მშენებლობა ჩინელების მიერ.

აზერბაიჯანი – არა, რაღაცნაირად ქოცებმა მოახერხეს გეიდაროვიჩთან ურთიერთობების ისე დაძაბვა, რომ აზერბაიჯანმა თავის მთავარ სატრანზიტო მარშრუტად სომხეთზე გამავალი ზანგეზური დაასახელა და არა ქართული კორიდორი.

თურქეთი – ურთიერთობები გაცივდა და უფრო გაცივდება ემირატელი არაბებისათვის თურქეთის ყურისძირში გონიოს ჩუქების შემდეგ.

სომხეთი – არა. “კონიაკის ომები” გრძელდება. საქართველო თვეობით აჩერებს რუსეთისაკენ მიმავალ სომხურ ტვირთებს.

რუსეთი – არა, რაც არ უნდა უცნაური იყოს. როგორც ჩანს რუსები ბიძინას არ ენდობიან, ან რაღაც ისეთს ითხოვენ, რასაც ბიძინაც კი ვერ აძლევს.

მაშინ ვინ?

ვიქტორ ორბანი, რომელიც აპრილში დიდი ალბათობით, წააგებს არჩევნებს და რომც არ წააგოს საქართველოში თეთრის ჩამდები არ არის.

და, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი – ვიღაც საეჭვო რეპუტაციის არაბი, რომელსაც საქართველოს უძრავი ქონების ორი მარგალიტი, გონიო და კრწანისის ტყე-პარკი ვაჩუქეთ, რომ იმან ეს ქონება ბანკში ჩადოს, კრედიტი აიღოს და ოცნებას ამოსასუნთქი ფული გადაუგდოს.

და განა რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს?” – წერს შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღეს უკვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ნიკოლოზ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს...

“ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ “ოცნება” თვითონვე ისტერიულად აპოლიტიზირებს ამ ამბავს”...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ღიად გაცხადდა ქვეყნის კურსიც, ერის გადარჩენის გზაც და სამომავლო პერსპექტივებიც” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...