spot_img
მთავარირეგულაციები და წესები"ComCom-მა "ჯი-დი-ეს თი-ვი" საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის...

“ComCom-მა “ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა” – კომუნიკაციების კომისიის განმარტებები

კომუნიკაციების კომისიამ „ჯი-დი-ეს თი-ვი“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, ComCom-ის მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელმა 2025 წლის 29 ნოემბერს 12:15 სთ-ზე ეთერში განათავსა მხატვრული ფილმი „80 დღე მსოფლიოს გარშემო“, 30 ნოემბერს, 21:32 სთ-ზე მხატვრული ფილმი – „სტაჟირება“, ხოლო 1 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე სერიალი – „ექიმი ჰაუსი“ – მოქმედი მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე.

კანონმდებლობის მიხედვით, ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით. მასვე შეუძლია ეს უფლება სხვა პირს გადასცეს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ნაწარმოების გამოყენების პირობებს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ ყოფილა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...