spot_img
მთავარიანალიტიკა"ღვინის სამშობლო, სადაც ღვინო ყველაზე იაფია" - ალექსი...

“ღვინის სამშობლო, სადაც ღვინო ყველაზე იაფია” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

საქართველო ღვინის სამშობლოა. ქართველი კაცის ღვინოსთან ურთიერთობის კულტურა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანის პერიოდიდან იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება.

„ღვინის სამშობლო“ – მარკეტინგულად ეს იმდენად მძლავრი ბრენდია, რომ სხვა ქვეყანები ჩვენს ადგილზე ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდნენ. მაგრამ ერთია, იყო ღვინის სამშობლო, მაგრამ მეორეა აწარმოო თანამედროვე სტანდარტების მაღალი ხარისხის სასმელი და საკმაოდ კარგად ათვისებულ ღვინის მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავო.

ამ უკანასკნელის განსახორციელებლად საქართველოს სწორი საწარმოო და მარკეტინგული სტრატეგია ესაჭიროება. მოდით საქსტატის ციფრებს გადავხედოთ და მერე შევაფასოდ რამდენად ეფექტურია ჩვენი ქვეყნის დღევანდელი აგრარული პოლიტიკა ბრენდირებული სასმელების წარმოებისა და ექსპორტით გაყიდვების კუთხით.

2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით ქვეყნების ტოპ 10, სადაც ექსპორტით გავიდა ქართული ღვინო ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – 156.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 56 020 ტონა, ლიტრის ფასი – 2.79 $ ;
  • პოლონეთი – 15.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 331 ტონა, ლიტრის ფასი – 2.49 $;
  • უკრაინა – 12.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 418 ტონა, ლიტრის ფასი – 2.74 $;
  • ჩინეთი – 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 820 ტონა, ლიტრის ფასი – 3.12 $;
  • ყაზახეთი – 8.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 633 ტონა, ლიტრის ფასი – 3.23 $;
  • ბელარუსი – 7.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 632 ტონა, ლიტრის ფასი – 2.85 $;
  • გერმანია – 5.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 183 ტონა, ლიტრის ფასი – 4.64 $;
  • აშშ – 5.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 856 ტონა, ლიტრის ფასი – 6.2 $;
  • ლატვია – 4.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 071 ტონა, ლიტრის ფასი – 3.82 $;
  • ლიეტუვა – 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 659 ტონა, ლიტრის ფასი – 3.45 $.

როგორც ვხედავთ ქართული ღვინის მთავარი გასაღების ბაზარი (64%) კვლავაც რუსეთია, სადაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მართალია წინა წელთან შედარებით ექსპორტით გატანილი ქართული ღვინის საშუალო ფასი 7 ცენტით გაიზარდა, მაგრამ მთავარ გამოწვევად მაინც მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზრების მოძიება რჩება.

რაც შეეხება სტრატეგიას, აქაც დიდი პრობლემები გვაქვს. საქართველოს აგრარული პოლიტიკის მიზანი ყოველთვის იყო (და ახლაც რჩება) ექსპორტად გაყიდული ღვინის ბოთლების რაოდენობა და არა დარგის მიერ მიღებული შემოსავალი. სწორედ ამ მცდარი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართველი ფერმერის მიერ მოყვანილი ყურძენი ხშირად ჩაუბარებელი რჩება ღვინის ქარხნებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როცა გასაღების ბაზარზე ბოთლის ფასი დაბალია, ღვინის მწარმოებელი იშვიათი ჯიშის, ბიო წესით მოყვანილ ყურძნის ნედლეულს ვერ შეიძენს, რაც საბოლოო ჯამში ღვინის წარმოების ტექნოლოგიაზეც და ფერმერის მიერ წარმოებულ ყურძნის ოდენობაზეც ნეგატიურად აისახება.

საერთო ჯამში ქვეყანაში ყურძნის წარმოებას ხელი შევუწყეთ (რაც თავისთავად ცუდი არ არის), მაგრამ ამავდროულად ღვინის გასაღების ბაზრების მოსაძიებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. სათანადოდ ხელი არ შევუწყეთ ბიო ღვინის წარმოებას. არ მოხდა მოსახლეობაში მისი პოპულარიზება, ინფორმაციის მიტანა ფერმერებამდე, ბიო პროდუქტის წარმოება რამდენად ხელს შეუწყობდა მათი შემოსავლების ზრდას და ა.შ.

შედეგად მივიღეთ მხოლოდ ყურძნის წარმოების სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც თითქმის წესად ვამკვიდრებთ, ზარალზე წასული ქართველი ფერმერი, რომელიც ყურძნის მოსავლის ჩაბარებას ვერ ახერხებს, „ღვინის სამშობლოში“ დამზადებული ღვინო, რომელიც ლუდზე უფრო იაფია. ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფოს მთელი ყურადღება და რესურსი მიმართულია, არა გარკვეული რეზულტატის მიღებაზე, არამედ სტატისტიკური მონაცემების გაკეთილშობილებაზე.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...