საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალისო-რომანტიკულ ისტორიას ჰყვება:
“ალისამ ამასწინათ “ფორმულაზე” ნახა “ქეთო და კოტე”, რომელშიც ქეთოს როლს სოფო ასრულებს და ისტერიკა ატეხა იმ ადგილზე, სადაც ქეთო ქორწინდება კოტეზე, “როგორ, შენ მიშა მიატოვე და ვიღაცას ცოლად გაჰყევი?” – უყვიროდა ის სოფოს და შემდეგ სამი დღე არ ელაპარაკებოდა❤️🙂“, – იხსენებს მიხეილ სააკაშვილი.

