თავისუფლების მოედანზე, ერთგვარი პერფომანსის სტილში, რუსი შემსრულებლის რუსული სიმღერის გაჟღერებას მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:
“ჰეი ჰეი!!! ფსკერზეა უკვე ქვეყანა?! თავმოყვარეობა, სულ მცირე თავმოყვარეობა კორუფციის და გადმოგდებული ნარჩენი ლუკმის “ნიაღვარს” გაჰყვა?!
აი ამ “Матушка земля”-მ აგვჩეხა შუა რუსთაველზე და აფხაზეთი წაგვართვა, ქართველების თავებით ფეხბურთი ათამაშა გამძვინვარებულ “სალდაფონებს”, წაგვართვა ტერიტორიები.
“მატუშკა-Матушка” კი არა “პუტანა, პუტანა, პუტანა“ (ხომ იყო რაღაც ეგეთი სიმღერა 90-იანებში) მაინც ჩაგერთოთ კაცო…😂 თუ მაინცდამაინც რუსული გინდოდათ!
ტფუ…
(იუმორი თუ გადაგვარჩენს, გული რომ არ გამისკდეს)“, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

