,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სააგენტო ,,პარალელთან” პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პლანეტის მთავარ პრობლემაზე მინიშნებით:
,,მსოფლიო ბოროტების ღერძი რუსეთზეა აგებული! სწორედ რუსეთიდან იღებს სათავეს ყოველივე ავი და ბოროტი.
კარგია, რომ ბოროტება დამარცხებისკენ მიდის ვენესუელაში, ირანსა და უნგრეთში, მაგრამ ვიდრე რუსეთს თავს არ წააცლიან, მანამდე არ ეღირსება პლანეტას მშვიდობა!
ამიტომ, თუ დიქტატორების ასე უბრალოდ განადგურებაა შესაძლებელი, მაშინ ამერიკელებმა ბოროტების მთავარი წყარო, რუსეთის დიქტატორი უნდა გაანადგურონ ✊🇬🇪🇺🇦🇺🇸🇪🇺!”, – განაცხადა ლაშა დიაროვმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


