spot_img
მთავარიევროკავშირი"ნურავინ ეცდება, რომ შემოიტანოს თანხა და ჩადოს იმ...

“ნურავინ ეცდება, რომ შემოიტანოს თანხა და ჩადოს იმ ექსტრემიზმის განვითარებაში, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში” – გიორგი ვოლსკი

ევროკავშირის მიერ, საგრანტო პროგრამების მხრივ, საქართველოში არასამთავრობო სექტორისთვის თანხის გამოყოფას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი:

პროგრამების დაფინანსების არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს, პირიქით მივესალმებით ყველანაირ დახმარებას, მათ შორის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებით ხორციელდება.

600-მდე თუ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ამ გამჭვირვალობის კანონის მიხედვით და ფარას კანონის მიხედვით, ყველამ, მათ შორის, მათ, ვინც თავისი ანგარიშები და რეგისტრაცია საზღვარგარეთ გადაიტანეს, ანგარიში უნდა ჩააბაროს ქვეყანას და საზოგადოებას.

ამ პრინციპზე ვდგავართ და რასაკვირველია, აქედან უკან არ დავიხევთ, მიუხედავად მარტა კოსის თუ საქართველოს მოძულე სხვა ადამიანთა კრიტიკისა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის და რაში იხარჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შავი ფული.

ნურავინ ეცდება, რომ შემოიტანოს თანხა და ჩადოს იმ ექსტრემიზმის განვითარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და არც ახლა არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნით ხდებოდეს ამ თანხების კოორდინაცია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“ეს იწვევს ქვეყნის რეპუტაციის უკიდურეს შელახვას, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა დიქტატურას ეკისრება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსული ტანკერების ქართველი ეკიპაჟების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...