სამშაბათი, იანვარი 13, 2026
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მათი ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების ღალატია" - რომან...

“მათი ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების ღალატია” – რომან გოცირიძე “ევრონიუს საქართველოსთან” დაკავშირებით

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ტელევიზია “ევრონიუს საქართველოსთან” დაკავშირებით მომხდარ ფაქტს კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება:

კიდევ ერთი ტელევიზია დაიხურა, “ევრონიუს საქართველო”. დარჩებაო მხოლოდ ევროპული ევრონიუსის ნათარგმნი გადაცემები. მიზეზი, სილკროუდ ჯგუფს ფული არა აქვს, ტელევიზია ზარალიანი გამოდგაო.

მათი ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების ღალატია.

ევრონიუსი არ იყო კრიტიკული მედია, არც სამთავრობო მედია იყო. მისი გადაცემები არ უქმნიდა რაიმე საფრთხეს ხელისუფლებას. უკვე იმ დონემდეა “ოცნების” რეჟიმი მისული, რომ ქვეყნის შიდა მოვლენების არაპროპაგანდისტულად გავრცელებაც კი მიუღებელია.

სილკროუდის მეპტრონეები მშიშარები აღმოჩნდნე, ისიც ვერ გაბედეს, რომ ტელევიზიების დახურვისა და ფინანსური კოლაფსის პირობებში ეს პატარა მაუწყებელი მაინც შეენარჩუნებინათ.

რომ იცოდეთ, ვინ თუ რა არის სილკროუდი, რომელსაც თურმე მედიის დაფინანსება აზარალებს:

    • სილკ ბანკი;
    • სილკნეტი (ჯეოსელი);
    • რედისონის სასტუმროები თბილისში და ბათუმში, სხვა ბრენდის სასტუმროები თბილისში (ტელეგრაფი), წინანდალში და სხვა ქალაქებში;
    • ენერგეტიკის ობიექტები;
    • რესტორნების ქსელი;
    • სამშენებლო კომპანიები;
    • კაზინოები;
    • სხვა უამრავი ბიზნესი.

სილკროუდ ჯგუფის აქტივების საერთო ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.

კარგ საქმეს აკეთებს ეს კომპანია – წინანდლის მუსიკალური ფესტივალი მართლაც რომ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, იგი დაფინანსებულია ამ კომპანიის მიერ, ანუ ფინანსურად თუ მივუდგებით, წამგებიანია, სამაგიეროდ საიმიჯოდ მომგებიანი. ასეთი იყო “ევრონიუს საქართველოც”.

მუსიკა უტყვია, ვერ შეაწუხებს ივანიშვილის ფაქიზ გრძნობებს, პოლიტიკურად სრულიად უწყინარ ტელევიზიას კი თურმე შეძლებია ნერვების მოშლა.

კიდევ კარგი, ჯეოსელის მომხმარებელი არა ვარ. სილკნეტს რაიმეს მოვუხერხებ:((” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ისტერიული პრეტენზია “ჭეშმარიტებაზე” მონოპოლიის დამკვიდრებაზე, სიზიფეს შრომად მიმაჩნია და ჩემში მხოლოდ ირონიული...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოზიცია-შეფასებები და პირდაპირი მინიშნებები პარტია "ფედერალისტების"...

“ოთხი თვე მეც პატიმრის დედა ვიყავი და ზუსტად ვიცი, რასაც განიცდით, დედებო❤️” – ელისო...

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პატიმრებს შობას ულოცავს...

“ეკა კუპატაძე, ყველა აქციაზე თქვენს გვერდით ვიდგებოდი, მაგრამ ძალიან არ მინდა ვინმემ ჩემს გამო...

შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტი, საავტორო...

“ვენეციის კომისიამ თავის ფუნქცია დაკარგა და ბიუროკრატიულ დანამატად გადაიქცა ბრიუსელის ბიუროკრატიისათვის” – გიორგი ვოლსკი

აშშ-ს მიერ ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების ფაქტს, პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი წლის მერე სად იქნება კობახიძე ან მდინარაძე არავინ იცის იმ ბრძენი კაცის გარდა😎”...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ერთგვარ შედარებას ახდენს...

“34 წელია ჟურნალისტი ვარ! მე ვარ წესების ადამიანი და მეგობრებიც ასეთი მყავს‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავის...

“ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო… ახლა ბიძინა ივანიშვილის სვლის დროა🙏” – ელისო კილაძე

"ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო: რამდენიმე დღის უკან, "ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდული...

“როგორ, შენ მიშა მიატოვე და ვიღაცას ცოლად გაჰყევი?” – უყვიროდა ის სოფოს და...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალისო-რომანტიკულ ისტორიას ჰყვება: "ალისამ ამასწინათ...