შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:
“ეკა კუპატაძე, ყველა აქციაზე თქვენს გვერდით ვიდგებოდი, მაგრამ ძალიან არ მინდა ვინმემ ჩემს გამო ნაცობა დაგაბრალოთ, ამან კი თქვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა დააზიანოს. თუ რამე შემიძლია იცოდეთ თქვენს გვერდით ვარ!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

