სამშაბათი, იანვარი 13, 2026
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"იმ პირებისგან დანაშაულის აღიარების მოთხოვნა, რომელთაც ის არ...

“იმ პირებისგან დანაშაულის აღიარების მოთხოვნა, რომელთაც ის არ ჩაუდენიათ, წარმოადგენს უსამართლობას და მათი ღირსების საბოლოო გათელვას” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პატიმრების შეწყალების თემას ეხმაურება, თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ამ ეტაპზე სინდისის ყველა პატიმარს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი. განხილვები პრაქტიკულად დასრულებულია სასამართლოს ყველა ინსტანციაში, რაც ნიშნავს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეწყალება შესაძლებელია.

ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ნორმას, რომლის მიხედვითაც ყაველაშვილს შეუძლია, წინასწარი პირობების, შეწყალების თხოვნისა გარეშე გაუღოს ციხის კარი ამ ადამიანებს — ზუსტად ისე, როგორც ეს თავის დროზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში მოხდა, როდესაც პოლიტიკურად მათთვის საჭირო აღმოჩნდა.

პატიმრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ბრალი უკვე აღიარებული აქვთ. მიუხედავად იმისა რომ პროკურატურამ ისინი გადაყარა და საპროცესოები აღარ გაუფორმა.

თუმცა იმ პირებისგან დანაშაულის აღიარების მოთხოვნა, რომელთაც ის არ ჩაუდენიათ, წარმოადგენს უსამართლობას და მათი ღირსების საბოლოო გათელვას — რასაც, ბუნებრივია, ისინი არ ეთანხმებიან.

ამ ბიჭებსა და გოგოებს შორის ყველას არ აქვს პოლიტიკური ამბიციები. შესაბამისად, ყველას სახელით იმის თქმა, რომ შეწყალება არ სურთ, არასწორია — ყველა ერთნაირად არ ფიქრობს.

თუ ყაველაშვილი გამოიყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ამ ადამიანებს უბრალოდ გაუღებს ციხის კარს, ეს შანსი უნდა გამოიყენოს ყველამ, ვისაც ამის სურვილი აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიჭებმა და გოგოებმა იცოდნენ, საზოგადოება მადლიერია მათი. მათ ამ ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი, საკუთარი თავისუფლება გადაიხადეს.

ისინი, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ისტორიაში დარჩებიან ისე, როგორც მეოთხე ბრიგადა აგვისტოს ომში — ბრიგადა, რომელმაც ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა, ყველაზე მეტი დათმო, ყველაზე მეტად დაზარალდა.

არც კი უნდა განიხილებოდეს იდეა, რომ ვინმემ ციხიდან გამოსვლის შანსზე უარი თქვას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალურად და არა კოლექტიურად.
და ბოლოს, თუ ციხის კარები გაიღება, ეს უნდა მოხდეს ყველა პატიმრისთვის და არა შერჩევითად, მხოლოდ რამდენიმე მათგანისთვის.

სხვა შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი უსამართლობა იქნება და ამ ამბავს სიხარული ვერ მოჰყვება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვენესუელელებმა პრაქტიკულად ხელი არ გაანძრიეს დიქტატორის დასაცავად. ივანიშვილო ჩაანალიზე!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს,...

“ნესტლე საქართველოს” ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს”

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს "ნესტლე...

“მგონი მხოლოდ თავის გარშემო იყურებიან ეს ოლიგარქის კარის თოჯინები, თვითონ რომ მილიონრები არიან, ჰგონიათ...

ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ ე.წ. არაბული ინვესტიციებით...

“იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში – არ გადავუხვიოთ...

აშშ-ს მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას, სოციალურ ქსელში, პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო… ახლა ბიძინა ივანიშვილის სვლის დროა🙏” – ელისო კილაძე

"ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო: რამდენიმე დღის უკან, "ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდული...

“არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ პარალელებს ავლებს ვენესუელის...

“ეკა კუპატაძე, ყველა აქციაზე თქვენს გვერდით ვიდგებოდი, მაგრამ ძალიან არ მინდა ვინმემ ჩემს გამო...

შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტი, საავტორო...

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...