სამშაბათი, იანვარი 13, 2026
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"პაატა მანჯგალაძე არის ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული და...

“პაატა მანჯგალაძე არის ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული და ადამიანების გვერდში დგომა ყოველდღიური ცხოვრების წესია” – შორენა ლობჟანიძე

8 იანვარს, 4 ოქტომბრის საქმეზე, მორიგ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, სადაც “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის საქმეც განიხილება, კონკრეტული ფაქტების გახსენებით და ემოციური შეფასებებით ეხმაურება პარტიის დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე:

ხვალ პაატა მანჯგალაძის პროცესია. დღე, როდესაც სასამართლო სისტემა და სიმართლე კიდევ ერთხელ დადგება დიდი გამოწვევის წინაშე.

პაატა მანჯგალაძე არის ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული და ადამიანების გვერდში დგომა ყოველდღიური ცხოვრების წესია და ის დღეს სრულიად აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნე გახდა.

მიუხედავად მტკიცებულებების სრული არქონისა და აშკარა პოლიტიკური მოტივებისა, პაატა მაინც ინარჩუნებს იმ სიმშვიდეს, რომელიც მხოლოდ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ ადამიანებს ახასიათებთ.

პაატა მანჯგალაძის ცხოვრება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ემსახურო შენს ქვეყანას ხმაურის გარეშე, მაგრამ რეალური შედეგებით.

წლების განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩნდებოდა იქ, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირდათ.

მისი ქველმოქმედება არასოდეს ყოფილა საჩვენებელი ან გაპიარებული, რადგან არ სურდა; ის ჩუმად და თავდადებით ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გვერდში ედგა სტიქიით დაზარალებულებს და ზრუნავდა იმაზე, რომ მასთან მისული არცერთი გაჭირვებული მოქალაქე არ დარჩენილიყო ყურადღების მიღმა.

მათ შორის 13 ივნისის ტრაგედიის დროს და სხვა სტიქიური უბედურებებისას, როდესაც ის არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ფიზიკურადაც პირველ ხაზზე იდგა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული მზრუნველობა ახალგაზრდების მიმართ. საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობა და სტუდენტებისთვის გზის გაკვალვა ყოველთვის იმ რწმენით იყო ნაკარნახევი, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ განათლებულ და თავისუფალ თაობას ეკუთვნის.

დღეს, როდესაც მას ცრუ ბრალდებებით ცდილობენ ჩამოაშორონ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ საქმიანობას, ყველაზე ნათლად ჩანს, რომ პაატას მთავარი ,,დანაშაული” მისი ურყევი პრინციპულობაა.

ის არასოდეს შეშინებია უსამართლობაზე ხმამაღლა საუბარს და ყოველთვის ჩაგრულის მხარეს იდგა.

სწორედ ეს შინაგანი თავისუფლებაა ის, რისი შეზღუდვაც გისოსებით შეუძლებელია!

როდესაც ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს რეალური მტკიცებულება, მისი ყველაზე დიდი დამცველი სწორედ მისივე წარსული და ის კეთილი საქმეები ხდება, რომლებიც ხალხის მეხსიერებაშია აღბეჭდილი.

ხვალ ჩვენ არა მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის, არამედ ღირსეული მამულიშვილის თავისუფლებისთვის ვლოცულობთ და ვიბრძვით.

პაატა მანჯგალაძემ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ სიკეთე და სიმართლე ყველაზე მყარი საყრდენია.

სოლიდარობა, რომელსაც დღეს მის მიმართ საზოგადოება იჩენს, არის პასუხი იმ უსამართლობაზე, რომელიც მას თავს მოახვიეს.

მე მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება სიმართლის ზეიმის დასაწყისი, რადგან შეუძლებელია დაამარცხო ადამიანი, რომლის ზურგსუკანაც სიმართლე და ათასობით მადლიერი ადამიანის გული დგას.

მჯერა, რომ პაატას და სხვა პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების თავისუფლება ჩვენი ქვეყნის სამართლიანობის გამარჯვება იქნება ✊ ❤️🇬🇪“, – წერს შორენა ლობჟანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი მენცარი ყოფილა ეს ნიუ იორკის მერი მამდანი, ჩვენს მენცარსაც კი გადაუჯოკრა” – რომან...

საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით პარალელს ავლებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს...

“ოთხი თვე მეც პატიმრის დედა ვიყავი და ზუსტად ვიცი, რასაც განიცდით, დედებო❤️” – ელისო...

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პატიმრებს შობას ულოცავს...

“თავმოყვარეობა, სულ მცირე თავმოყვარეობა კორუფციის და გადმოგდებული ნარჩენი ლუკმის “ნიაღვარს” გაჰყვა?!” – თაკო ჩარკვიანი

თავისუფლების მოედანზე, ერთგვარი პერფომანსის სტილში, რუსი შემსრულებლის რუსული სიმღერის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი წლის მერე სად იქნება კობახიძე ან მდინარაძე არავინ იცის იმ ბრძენი კაცის გარდა😎”...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ერთგვარ შედარებას ახდენს...

“34 წელია ჟურნალისტი ვარ! მე ვარ წესების ადამიანი და მეგობრებიც ასეთი მყავს‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავის...

“ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო… ახლა ბიძინა ივანიშვილის სვლის დროა🙏” – ელისო კილაძე

"ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო: რამდენიმე დღის უკან, "ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდული...

“როგორ, შენ მიშა მიატოვე და ვიღაცას ცოლად გაჰყევი?” – უყვიროდა ის სოფოს და...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალისო-რომანტიკულ ისტორიას ჰყვება: "ალისამ ამასწინათ...