პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი პროვოკაცია, მასზე საუბარი ზედმეტია – ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა თბილისში „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კონფერენციაზე მისი მისვლა რაიმე პროვოკაციას არ ისახავდა მიზნად.

კონფერენციაზე მივედი მარტო, მივედი შესვენებისას და გავესაუბრე შეხვედრის ერთ-ერთ ორგანიზატორს და ვკითხე, შემეძლო თუ არა ამ კონფერენციაზე დასწრება, ვინაიდან წინა დღეს პარლამენტის წევრის გიორგი ბოკერიას მოხსენება მთლიანად დაეთმო პატრიოტთა ალიანსს, ჩვენზე ცილისწამების ტირაჟირებას. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო საერთოდ არ მივიდოდი კონფერენციაზე.

როცა ცალმხრივად საუბრობენ შენზე, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი მიგიწვიონ და მოგცენ საშუალება გააკეთო მოხსენება, ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა.

მე, ირმა ინაშვილი მივედი, როგორც პარლამენტის წევრი და როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და არა პარტია პატრიოტთა ალიანსი თავისი მრავალათასიანი მხარდამჭერით. ჩვენ არ გვქონია დაგეგმილი პროვოკაცია, მასზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული