ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ჩვენთვის სულერთია არჩევნები რიგგარეშე იქნება თუ არარიგგარეშე, ასეთი იქნება თუ ისეთი, ყველა რეჟიმში ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში – ირაკლი კობახიძე

მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე თავის გუნდს უპირობო გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს და მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არც ერთი ნაციონალი:

“რა თქმა უნდა, თუ ვინმეს აქვს პასუხისმგებლობა უნდა ჩაერთოა იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკის კეთებასთან. თუმცა ხედავთ, რომ ოპოზიციაში არის კრიზისი და ვერ გამოდიან ისინი ამ კრიზისიდან.

ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არც ერთი ნაციონალი და თუ მათ ადგილებს დაიკავებენ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები და ისეთი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც უყვართ ქვეყანა, უყვართ ეკლესია.

ჩვენთვის სულერთია არჩევნები რიგგარეშე იქნება თუ არარიგგარეშე, ასეთი იქნება თუ ისეთი, ყველა რეჟიმში ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ამაში ვართ აბსოლიტურად დარწმუნებული. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, აქ არის სპეკულაციები. ხედავთ რომ არანაირი საფუძველი რიგგარეშე არჩევნებისთვის არ არსებობს. პარლამენტი მუშაობს, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს, ეს აქციებიც, რაც არის უკვე მილევად რეჟიმში, საბოლოოდ მიილევა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ქვეყანა ფუნქციონირებას და საბოლოო ჯამში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ დღეს, როცა უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული