შაბათი, აპრილი 20, 2024

ჩემი თხოვნაა ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალწელს ქუჩაში თემირლანის მკვლელის დადგენის მოთხოვნით ვდგავარ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

თბილისის მერიის მიერ პარლამენტის წინ საპროტესტო კარვების დაშლისა და იქ საბავშვო ატრაქციონის მოწყობის ფაქტს ეხმიანება შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მოუწოდებს მშობლებს, რომ ნუ გამოიყვანენ გასართობად ბავშვებს პარლამენტის წინ, სადაც ის თავისი შვილის მკვლელობისთვის და დამნაშავეთა დასასჯელად მესამე წელია პროტესტს გამოხატავს:

მე მალხაზ ვახა მაჩალიკაშვილი, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი.

ვიცი თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალწელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის. არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი.

ამ ყველაფერს, დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება, ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი,” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული